ქ.თბილისის საპატრულო პოლიციისა და ვაკე საბურთალოს პოლიციის მიერ ერთობლივად ცხელ კვალზე გატარებული ოპერატიული ღონისძიების შედეგად დაკავებულ იქნა 1980 წელს დაბადებული ბიძინა ზურაბის ძე ჩაჩხიანი.
როგორც შს სამინისტრო იუწყება, ბრალდებული გამთენიისას ნასვამ მდგომარეობაში მივიდა თავისი სახლის წინ ქ.თბილისში ფალიაშვილის ქუჩა #27-ში მდებარე აფთიაქში სადაც მოითხოვა ფსიქოტროპიული მედიკამენტები. გამყიდველისგან მიღებული უარის გამო ავიდა სახლში, საიდანაც გამოიტანა მამის ზურაბ ჩაჩხიანის სახელზე რეგისტრირებული "ტიგრის" სისტემის ცეცხლსასროლი შაშხანა და არაერთი გასროლის შედეგად დააზიანა აფთიაქისა და ტურისტული სააგენტო ტვ-Tრეველის მინები.
ბიძინა ჩაჩხიანი დაკავებული იქნა მისსავე საცხოვრებელ სახლში, ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღი. მას წარედგინება ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის მე-3 ნაწილით 236 -ე მუხლის მე-2 ნაწილით და 187- ე მუხლით რაც ითვალისწინებს 7 წლით თავისუფლების აღკვეთას.