აშშ-ის ორეგონის შტატის მკვიდრი შავი ჭირით დაინფიცირდა. იტყობინება ამერიკული მედია.
მედიის ინფორმაციით, ეს შავი ჭირით დაინფიცირების პირველი შემთხვევაა 2015 წლის შემდეგ.
ვარაუდობენ, რომ პაციენტს შავი ჭირი შინაური კატისგან გადაედო.
ჯანდაცვის ოფიციალური პირების განცხადებით, აღნიშნული შემთხვევა ფართო საზოგადოებისთვის რისკის შემცველი არ არის, რადგან იგი გამოვლინდა ინფიცირების ადრეულ ეტაპზე. ამასთან, მედიკოსებმა ინფიცირებული პირის კონტექტების გამოკვლევის შედეგად, დაავადების გავრცელება ვერ დაადგინეს.
როგორც იუწყებიან, პაციენტს განუვითარდა ბუბონური შავი ჭირი, რომელიც კანზე ჩირქგროვების წარმოქმნას უკავშირდება.
პაციენტი მკურნალობაზე კარგად რეაგირებს.
ორეგონის შტატის ჯანდაცვის დეპარტამენტის ცნობით, ბოლოს ადამიანი შავი ჭირით 2015 წელს დაინფიცირდა.
ამასთან, დეპარტამენტი გამოვიდა გაფრთხილებით, რომ შავი ჭირის ყველაზე გავრცელებული გადამტანები არიან ციყვი, ბურუნდუკი, თაგვები და სხვა მღრღნელები და მოუწოდა მოსახლეობას, მოერიდონ ცხოველებთან კონტაქტს.
სიმპტომები ჩვეულებრივ ვლინდება ინფიცირებიდან ორიდან რვა დღემდე. სიმპტომები შეიძლება მოცავდეს ცხელებას, გულისრევას, სისუსტეს, შემცივნებას, კუნთების ტკივილს და შესამჩნევად გადიდებულ ლიმფურ კვანძებს.
ადამიანი შეიძლება დაინფიცირდეს ინფიცირებულ რწყილებთან ან ცხოველებთან კონტაქტით.