უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდმა საეკლესიო კალენდრიდან ამორიცხა ნოვგოროდისა და ვლადიმირის დიდი თავადის, წმინდა ალექსანდრე ნეველის ხსენების დღე.
რუსი მხედართმთავარი და სახელმწიფო მოღვაწე ალექსანდრე ნეველი რუსეთის ეკლესიამ წმინდანად მე-16 საუკუნეში შერაცხა. მისი ხსენების დღედ 23 ნოემბერი იყო დაწესებული.
სინოდალური კომისია გამოვიდა წინადადებით, 23 ნოემბერს ალექსანდრე ნეველის ხსენების ნაცვლად, დაწესდეს ღირსი ალექსანდრე კონსტანტინოპოლელის ხსენების დღე.
2022 წლის შემოდგომაზე რუსეთის მიერ ოკუპირებულ უკრაინულ ქალაქ მარიუპოლში, საოკუპაციო რეჟიმის მეცადინეობით ალექსანდრე ნეველის ძეგლი აღმართეს. ხარკოვში კი ნეველის ძეგლი დაანგრიეს, როგორც ე.წ. რუსული სამყაროს სიმბოლო.