სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა ხათუნა კალმახელიძემ ტუბერკულოზით დაავადებულ მსჯავრდებულთა 1000-ადგილიანი სარეჟიმო კორპუსის მიმდინარე მშენებლობა მოინახულა.
ახალი კორპუსი ქსანში, ტუბერკულოზის არსებული სამკურნალო დაწესებულების ტერიტორიაზე შენდება. პარალელურად მოხდება ძველი დაწესებულების რეკონსტრუქცია.
მშენებლობის დასრულება 2012 წელსაა დაგეგმილი.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, პენიტენციალური სისტემის ჯანდაცვის რეფორმირება პრიორიტეტად რჩება.