სლოვაკეთი მხარს დაუჭერს ევროკომისიის წინადადებას უკრაინისთვის 50 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარების გადაცემაზე 2024-2027 წლების განმავლობაში - ამის შესახებ უკრაინის პრემიერმინისტრმა დენის შმიგალმა სლოვაკეთის პრემიერ რობერტ ფიკოსთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
ამასთან, როგორც უკრაინის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, სლოვაკეთი მხარს დაუჭერს უკრაინის ევროინტეგრაციას.
ასევე სლოვაკეთის მთავრობა არ დაბლოკავს სლოვაკეთის ბიზნესისგან უკრაინის მიერ იარაღისა და ტექნიკის შესყიდვას.
ამასთან, მხარეები ითანამშრომლებენ თავდაცვითი ხაზების მშენებლობისთვის სლოვაკური კომპანიებისგან ტექნიკის მიწოდების საკითხში.
ასევე, ფიცომ მხარდაჭერა გამოუცხადა უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმორ ზელენსკის მშვიდობის ფორმულას.
რობერტ ფიცოსა და დენის შმიჰალის შეხვედრა უკრაინის ქალაქ უჟგოროდში გაიმართა.