შინაგან საქმეთა სამინისტროს აჭარის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა დააკავეს არასრულწლოვანი, რომელმაც 26 დეკემბერს ბათუმში ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ბასრი საგნის გამოყენებით, გულ-მკერდის არეში ორი შემავალი ჭრილობა მიაყენა 1984 წელს დაბადებულ ირაკლი არძენაძეს და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
არძენაძე საავადმყოფოში მიყვანის თანავე გარდაიცვალა.
ეჭვმიტანილი ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. ამოღებულია მკვლელობის იარაღი.
გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით, განზრახ მკვლელობის ფაქტზე.