უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა, რომ 2024 წლისთვის ქვეყნის პრიორიტეტია რუსეთზე საჰაერო უპირატესობის მოპოვება. დავოსში მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე გამოსვლისას, დმიტრო კულებამ თქვა, რომსაჰაერო სივრცეზე სრული კონტროლის მოპოვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია უკრაინის წარმატებისთვის რუსული აგრესიის წინააღმდეგ.
„2024 წელს, რა თქმა უნდა, პრიორიტეტია ციდან რუსეთის ჩამოშორება, რადგან ვინც აკონტროლებს ცას, ის განსაზღვრავს როდის და როგორ დასრულდება ომი“, - განაცხადა კულებამ. მისი თქმით, ამისთვის უკრაინას, სხვა საკითხებთან ერთად, სჭირდება F-16-ები, შორი მოქმედების რაკეტები და რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებები. "თუ ეს ყველაფერი გვექნება, ჩვენ გავაგრძელებთ გამარჯვებას და გათავისუფლებას", - აღნიშნა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა.
იანვრის დასაწყისში ცნობილი გახდა, რომ დანიიდან უკრაინაში F-16-ის ტიპისგამანადგურებლების მიწოდება რამდენიმე თვით გადაიდო. კოპენჰაგენი პირველი ექვსი გამანადგურებლის კიევში გაგზავნას 2024 წლის დასაწყისისთვის გეგმავდა, მაგრამ ეს ვადები შეიცვალა. მიწოდება ახლა მეორე კვარტალშია მოსალოდნელი.