თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთს სურთ, წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ.
მისი თქმით, უპირველეს ყოვლისა, აშშ-სა და ბრიტანეთის დარტყმები არაპროპორციულია.
„რჩება შთაბეჭდილება, რომ , ისინი ცდილობენ წითელი ზღვა სისხლის ზღვად აქციონ“, - თქვა ერდოღანმა.
ერდოღანმა თქვა, რომ მისმა მთავრობამ მიიღო ინფორმაცია სხვადასხვა არხებიდან იმის შესახებ, რომ ჰუსიტები „წარმატებულ დაცვას ახორციელებენ და წარმატებულად პასუხებენ, როგორც აშშ-ს, ისე ბრიტანეთს“.
აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა იემენში ჰუსიტების ობიექტების წინააღმდეგ დარტყმები განახორციელეს.
აშშ-ის საჰაერო ძალების განცხადებით, მოკავშირეებთან ერთად, იემენში ჰუსიტების 60-ზე მეტ ობიექტს დაარტყეს.
აშშ-ის ოფიციალურმა წარმომადგენელის განცხადებით, დარტყმები თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან მოხდა. დარტყმები განხორციელდა თვითმფრინავებიდან, გემებიდან და წყალქვეშა ნავებიდან.