ესტონეთის პრეზიდენტმა ალარ კარისმა განაცხადა, რომ ტალინი უკრაინას სამი წლის განმავლობაში 1,2 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარებას გაუწევს.
ამის შესახებ ალარ კარისმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
"უკრაინას სჭირდება უფრო მეტი და უკეთესი იარაღი. ევროკავშირის სამხედრო მრეწველობის შესაძლებლობები უნდა გაიზარდოს, რათა უკრაინამ მიიღოს ის, რაც მას სჭირდება, არა ხვალ, არამედ დღეს. ჩვენ არ უნდა გვქონდეს შეზღუდვები უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაზე," - განაცხადა კარისმა.
ესტონეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ესტონეთს აქვს კონკრეტული გეგმები უკრაინის აღდგენისთვის, რისთვისაც ასევე სამართლიანი იქნებოდა რუსული გაყინული აქტივების გამოყენება.
ვოლოდიმირ ზელენსკი ბალტიის ქვეყნების ტურნეს ფარგლებში ესტონეთის დედაქალაქ ტალინში დღეს ჩავიდა, საიდანაც ის ლატვიაში გაემგზავრება.
მანამდე ზელენსკი იმყოფებოდა ვილნსიუში. ლიეტუვის პრეზიდენტმა გიტანას ნაუსედამ ზელენკისთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინას 200 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი გადაეცემა.