რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ დაკავებული ჩინეთის ოთხი მოქალაქე გალის რაიონის ე.წ. მილიციის განყოფილებაში არიან გადაყვანილები.
ჩინელი ბიზნესმენები, რომლებიც წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ლიაში ხე-ტყის გადამამუშავებელი ქარხანა ჰქონდათ რუსმა ოკუპანტებმა საბერიო-ფახულონის ე.წ. საზღვართან აიყვანეს და მათ ბრალს ადმინისტრაციული საზღვრის "უკანონო" გადაკვეთაში სდებენ.
აღსანიშნავია, რომ ოკუპანტებმა მათ განთავისუფლებისთვის თანხის გადახდა მოითხოვეს.
მათთან ერთად იმყოფებოდა მძღოლიც, რომელმაც საოკუპაციო ძალებს თავი დააღწია და ამჟამად ქარხანაში იმყოფება.