ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკა აცხადებს, რომ რუსული ბირთვული იარაღი ბელარუსში უკვე განთავსდა.
„დიდი ხანია, მე უკვე ვთქვი, რომ მიწოდება დასრულებულია. ჯერ კიდევ სექტემბერში თუ ოქტომბერში. ოქტომბრის ბოლოს იყო ბოლო განთავსება. ყველაფერი თავის ადგილზეა და კარგ მდგომარეობაშია“, – განაცხადა ლუკაშენკამ.
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 16 ივნისს განაცხადა, რომ ბელარუსში რუსული ტაქტიკური ბირთვული იარაღის პირველი პარტია ჩაიტანეს. მისივე თქმით, სამუშაო ზაფხულის ბოლომდე დასრულდებოდა.