ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს, რომ რუსეთი აპირებს საქართველოში შეჭრას, - ამის შესახებ სამხრეთ კავკასიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა ხავიერ კოლომინამ საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუში განაცხადა.
მისი თქმით, არსებობს ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე, კიბერსივრცეში ჩარევის და მავნებლური ჩარევის რისკები
“ჩვენ ვერ ვხედავთ საფრთხეს, რომ რუსეთი აპირებს საქართველოში შეჭრას. ამ კითხვას გასული წელიწად-ნახევრის განმავლობაში ხშირად მისვამდნენ. ჩვენ გვჯერა, რომ არსებობს ჰიბრიდული თავდასხმების საფრთხე, კიბერსივრცეში ჩარევის და მავნებლური ჩარევის რისკები. სწორედ ამიტომ გადავწყვიტეთ, მადრიდის სამიტზე დავამტკიცოთ ამ საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერა, რომ დავეხმაროთ საქართველოს ამ ვითარებაში. და სხვათაშორის, არა მხოლოდ საქართველოს, არამედ ყველა სხვა ქვეყანას, რომელთაც, ჩვენი მოსაზრებით, ანალოგიური საფრთხე ემუქრება, როგორიცაა მოლდოვა ან ბოსნია და ჰერცეგოვინა. თუ ომს საბოლოო ჯამში პუტინი მოიგებს, შემიძლია, დავეთანხმო ნატო-ს გენერალურ მდივანს, რომ პუტინის და რუსების სხვა ომებში ჩართვის შესაძლებელობა გაიზრდება. ამ ეტაპზე საჭიროა უკრაინის მხარდაჭერა იმდენად, რამდენადაც ეს შეგვიძლია, რათა უკრაინამ ამ ომში გამარჯვება შეძლოს და რომ მათ უკეთესი შანსები ჰქონდეთ ბრძოლის ველზე ან მოლაპარაკებების მაგიდასთან, თუ ისინი მოლაპარაკებებს გადაწყვეტენ“, - განაცხადა ხავიერ კოლომინამ.