რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება, ის ყოველთვის იყო იმპერია - ამის შეახებ ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
მან საერთაშორისო საზოგადოებას უკრაინის უფრო აქტიური დახმარებისკენ მოუწოდა იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი უახლოეს მომვალში სრულმასშტაბიანი ომის შეწყვეტას არ აპირებს.
ამის შესახებ ბორელმა The Guardian-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ უკრაინაში ევროკავშირის არსებობა საფრთხის ქვეშ დგას, ამიტომ ყურადღება უნდა მიექცეს საშიშროებას, რომელიც მოდის დიდი ძალისგან და რომელიც საფრთხეს უქმნის ევროპულ დემოკრატიას.
„პუტინმა გადაწყვიტა ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე.
[რუსეთის] წარმატება დამოკიდებულია იმაზე, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი გამოიყვანოს ბრძოლის ველზე.
და თუ ჩვენ სწრაფად არ შევცვლით კურსს, თუ არ გამოვიყენებთ მთელ ჩვენს შესაძლებლობებს, ეს საშუალებას მისცემს პუტინს მოიგოს ომი უკრაინაში“, - აღნიშნა ბორელმა.
მისი განმარტებით, რუსეთის პრეზიდენტს არ შეუძლია დაკმაყოფილდეს „უკრაინის ნაწილით“ და დაუშვას, რომ დანარჩენი ტერიტორია ევროკავშირს ეკუთვნოდეს. გარდა ამისა, ის ელოდება, რომ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები მისთვის უფრო ხელსაყრელ სცენარს შექმნის.
”ამიტომ უნდა მოვემზადოთ მაღალი ინტენსივობის კონფლიქტისთვის დიდი ხნის განმავლობაში. პუტინმა გადაწყვიტა ომის გაგრძელება საბოლოო გამარჯვებამდე”, - აღნიშნა მან.
მისივე თქმით, რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერად ჩამოყალიბება.
„რუსეთმა ვერასდროს შეძლო ერა ჩამოყალიბება. ის ყოველთვის იყო იმპერია ჯერ მეფით, შემდეგ საბჭოთა მმართველობისას და ახლა, პუტინის პირობებშიც. ეს არის რუსეთის მუდმივი მდგომაროება და მისი პოლიტიკური იდენტობა. როგორც შედეგი კი, რუსეთი წარმოადგენს საფრთხეს მეზობლებისთვის და განსაკუთრებით ჩვენთვის“, – აღნიშნა ბორელმა.