"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ განაცხადა, რომ საქრთველოს ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს ამ ეტაპზე ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა. ამის შესახებ მან "მთავარ არხთან" სატელეფონო საუბრისას თქვა.
"ვინაიდან პაციენტი იმყოფება კლინიკაში, ეს იმას ნიშნავს, რომ მას ესაჭიროება სტაციონარში მკურნალობა ამ ეტაპზე... ამ ეტაპზე მას ესაჭიროება სტაციონარის პირობებში მკურნალობა," - აღნიშნა ზურაბ ჩხაიძემ.
შეგახსენებთ, რომ გიორგი გახარიას პარტიამ "საქართველოსთვის" ხელისუფლებას მოუწოდა საქართველოს ექპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ციხეში გადაიყვანონ.