გარემოს დაცვის ინსპექციის აღმოსავლეთ ცენტრალური ბიუროს თანამშრომლებმა ჩქაროსნული მაგისტრალის გორის მონაკვეთზე "მერსედესის" ტიპის სატვირთო მანქანა დააკავეს.
ავტომობილში 17 კუბურიმეტრი ხის მასალა აღმოჩნდა, რომელსაც კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტები არ ჰქონდა.
მძღოლი წინააღმდეგობის გაწევასა და ადგილიდან მიმალვას შეეცადა. გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლებმა ის ადგილზე დააკავეს.
საქმე გამოძიებისთვის სამართალდამცავ ორგანოებს გადაეცათ.