თბილისში მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზი არა საახალწლო პიროტექნიკა არამედ ასაფეთქებელი ნივთიერება გახდა.
ასეთია ექსპერტების დასკვნა. ცნობილი გახდა ისიც, რომ 13 და 16 წლის მოზარდებმა აღნიშნული მოწყობილობა ერთ-ერთ სასაფლაოზე იპოვეს, საცხოვრებელი სახლის ეზოში კი მის დაშლას ცდილობდნენ, რა დროსაც ის ამოქმედდა.
აფეთქების შედეგად ერთ-ერთმა მოზარდმა ცალი თვალი და ერთი ხელის მტევანი დაკარგა, მეორემ კი დაზიანებები ფეხის არეში მიიღო. მოზარდები იაშვილის და ჟვანიას სახელობის კლინიკებში არიან მოთავსებულნი.
შეგახსენებთ, რომ შემთხვევა თბილისში დღეს მოხდა. თავდაპირველად გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოზარდებმა დაზიანებები საახალწლო მაშხალებისგან მიიღეს.