ვიცით, რომ საქართველომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რასაც საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებოდით, მაგრამ ვხედავთ, რომ კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის, – ამის შესახებ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ხავიერ კოლომინამ განაცხადა.
„ვიცით, რომ საქართველომ ზოგიერთი მნიშვნელოვანი რეფორმა განახორციელა, რასაც საქართველოს ხელისუფლებისგან ველოდებოდით, მაგრამ ვხედავთ, რომ კიდევ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის, განსაკუთრებით უსაფრთხოების სერვისების, სასამართლო სისტემის, დეპოლარიზაციისა და დეოლიგარქიზაციის მხრივ. ეს არის ასპექტები, რომელიც ევროკავშირის მიერ განსაზღვრული ცხრა ნაბიჯის შემადგენელი ნაწილია და რომელზეც საქართველოსგან მეტის გაკეთებას ელოდებიან. გვჯერა, რომ ზოგიერთი რეკომენდაცია შესრულდა, ზოგიერთზე ხელისუფლებამ ნამდვილად მიიღო გადაწყვეტილება, რომელსაც მხარს ვუჭერთ და გვჯერა, რომ არის სივრცე გაუმჯობესებისთვის და ვუბიძგებთ ხელისუფლებას, რომ ეს რეფორმები განახორციელოს. ამასთანავე, გვჯერა, რომ ევროკავშირი ძალიან ახლოდან დააკვირდება ამ პროცესს და ცხრა რეკომენდაციის შესრულებას“, – განაცხადა ხავიერ კოლომინამ.{საქართველოს პირველი არხი}