ცხრა არასრულწლოვანი პრობაციონერი ახალ პროფესიას დაეუფლა.
პრობაციონერებმა პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელის ინიციატივით კომპიუტერული: საოპერაციო და საოფისე პროგრამები შეისწავლეს.
გადამზადების კურსი რამდენიმეთვიან სწავლებას მოიცავდა. პრობაციონერებს შესაბამისი განათლების დამადასტურებელი სერთიფიკატები დღეს თავად სააგენტოს ხელმძღვანელმა გიორგი თვაურმა გადასცა.