საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა „ქრონიკის“ შეკითხვას - „სამიტამდე ერთი დღით ადრე რას ეტყოდა ის საქართველოს“, უპასუხა, რომ ქვეყანა სწორ გზაზეა.
„საქართველო კარგად მიდის, საქართველოს აქვს წარმატება, საქართველო სწორ გზაზეა. საქართველომ ეს გზა უნდა გააგრძელოს“, - აღნიშნა ჯოზეფ ბორელმა.