ისრაელის თავდაცვის სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ ისრაელის ძალებმა გაანადგურეს შენობები და ინფრასტრუქტურა ალ-აზჰარის უნივერსიტეტში, რომელსაც, „ჰამასის“ მებრძოლები იყენებდნენ.
ჰაგარის თქმით, რეიდების დროს აღმოაჩინეს „მიწისქვეშა მარშრუტი, უნივერსიტეტის ეზოდან სკოლამდე, რომელიც მდებარეობს დაახლოებით ერთი კილომეტრის დაშორებით“. მისივე თქმით, აღმოჩენილია ასაფეთქებელი მოწყობილობები, რაკეტების ნაწილები და გამშვები დანადგარები.
ასევე, ისრაელელმა ჯარისკაცებმა შატის ჰოსპიტალის მიმდებარე ტერიტორიაზე მორიგი რეიდის დროს, იპოვეს სადამკვირვებლო პუნქტი, რომელიც აღჭურვილი იყო სნაიპერული პოზიციით.
ჰაგარის განცახდებით, იქ ინახებოდა საბრძოლო მასალა, ყუმბარები, სამხედრო ტექნიკა, 200 რადიოსადგური და ათობით ვიდეოკამერა.