თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ვიზიტით საბერძნეთში ჩავიდა. ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ეს ერდოღანის პირველი ვიზიტია საბერძნეთში.
მედიის ცნობით, თურქეთის ლიდერი საბერძნეთის პრეზიდენტს, კატერინა საკელაროპულუსა და პრემიერ-მინისტრ კირიაკოს მიცოტაკისს შეხვდა.
როგორც მედია წერს, მეზობელ ქვეყნებს შორის სხვადასხვა საკითხზე არსებული უთანხმოების გამო, მათ შორის საზღვაო საზღვრებსა და ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვის ფსკერზე წიაღისეულის კვლევასთან დაკავშირებულ უფლებებზე, გასული 50 წლის განმავლობაში თურქეთი და საბერძნეთი სამჯერ იყვნენ ომის დაწყების ზღვართან.
დეღევანდელი ვიზიტის მიზანს ორ ქვეყანას შორის დაძაბული ურთიერთობების ნორმალიზება და თანამშრომლობის გაღრმავება წარმოადგენს.