საქართველოში მიწისძვრა მოხდა.
სეისმური მონიტორინგის ცენტრის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი თბილისიდან 56 კილომეტრში, ქალაქ წალკასთან, სოფელი სალამალეიქში დაფიქსირდა.
მიწისძვრა თბილისის დროით 23:53 საათზე მოხდა. მიწისძვრის სიმძლავრე 3.6 მაგნიტუდა იყო.