მოსკოვში, საქართველოს მოქალაქე მოკლეს.
"რია ნოვოსტის" ინფორმაციით, მოსკოვში საქართველოს მოქალაქის მკვლელობის შესახებ მილიციას გუშინ, 19:40 საათზე აცნობეს. ადგილზე მისულ სამართალდამცველებს იგი კვლავ ცოცხალი დახვდათ, თუმცა მალევე გარდაიცვალა.
მოგვაიანებით ცნობილი გახდა, რომ გარდავლილი 1977 წელს დაბადებული საქართველოს მოქალაქე იყო.
შემთხვევის ადგილიდან ამოღებულია კალაშნიკოვის ტიპის ავტომატი და რამდენიმე ათეული ჰილზი.
ამ დროისთვის მილიცია მიმდებარე ტერიტორიაზე დაყენებული ვიდეოკამერების ჩანაწერის ამოწმებს, რომელსაც შესაძლოა მკვლელობის ფაქტი დაეფიქსირებინა.
ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. აღნიშნული დანაშაული 20-დან წლიდან სამუდამო პატიმრობას ითვალისწინებს.