ისრაელის თავდაცვის ძალებმა ღაზაში მდებარე მეჩეთის ქვეშ აღმოაჩინეს ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საფრენ აპარატებს, – ამის შეახებ ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა დანიელ ჰაგარიმ განაცხადა.
„188-ე ბრიგადის ჯარისკაცებმა აღმოაჩინეს მეჩეთის შიგნით მდებარე ქარხანა, რომელიც აწარმოებდა იარაღსა და უპილოტო საფრენ აპარატებს. მინდა, კარგად გაიაზროთ – ზაიტუნის მიდამოში მდებარე მეჩეთი გამოიყენებოდა იარაღის ლაბორატორიად.
ჯარისკაცები შევიდნენ მეჩეთში და ჩაატარეს ჩხრეკა. აღმოვაჩინეთ მიწისქვეშ გვირაბი, სადაც რაკეტების საწარმო მდებარეობდა“, – აღნიშნა დანიელ ჰაგარიმ.
ამასთან, ისრაელის არმიამ გაავრცელა ვიდეო, სადაც ნაჩვენებია მეჩეთის ქვეშ იარაღის ლაბორატორია.