არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს , - ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარუქამ განაცხადა.
მან კომენატრი გააკეთა ზურაბიშვილის ფრანგული მედიისთვის მიცემულ ინტერვიუზე, რომელშიც საქართველოს პრეზიდენტი ამბობს: „ცხადია, ბიძინა ივანიშვილს დომინანტური გავლენა აქვს არსებულ მმართველებზე, დღეს ქართულ პოლიტიკაში, ივანიშვილის გარდა, სხვა ოლიგარქი არ არის“.
რა შევაფასოთ, ვერ არის კარგად. აცდენილია რეალობას, მავნებლობს და მავნებლობა უკვე გადაუვიდა შეურაცხყოფებში, რასაც აკეთებს. თქვენ თუ მოგეცათ შესაძლებლობა, იქნებ ჰკითხოთ ქალბატონ სალომეს - თუ ოლიგარქს ეძახის ივანიშვილს და მის გუნდს რუსეთის ინტერესების გამტარებელს, მაშინ ჩვენი დასახელებული და არჩეულია პრეზიდენტად, ადგეს და გადადგეს, თუ ღირსება და ადეკვატურობა აქვს შენარჩუნებული, მაგრამ ვერა, სამწუხაროდ. [...] ადეკვატურობასთან აქვს პრობლემა და-ძმას.
შეუძლებელია, შენ გუნდმა აგირჩია, ივანიშვილის გუნდმა, ბატონმა ივანიშვილმა წარგადგინა თავის დროზე, თორემ ჩვენი არჩევანი ის არ ყოფილა, გვითხრეს, რომ ეს არის სწორედ დემოკრატიის გზაზე, პლუს ევროინტეგრაციაში დაგვეხმარება, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მავნებლობს. თავისი განცხადებებით, გამოვიდა, ჩავიდა ევროპაში და ინტერვიუ მისცა, რომ საქართველოს პრემიერს დარწმუნებული არ ვარო, უნდა თუ არა დასავლეთიო და ამას ამბობს პრეზიდენტი, რომელიც ჩვენ ავირჩიეთ, გვერდში დავუდექით, მის ნაცვლად ჩვენ ვიყავით პლაკატებზე გაკრული და ახლა ოლიგარქს ეძახის? არაადეკვატურია, უნამუსობასთან ერთად, არაადეკვატურობა და მავნებლობა და ჩემი აზრით, თუ ოდნავ შერჩა ღირსება და ადამიანობა, კეთილი ინებოს, გადადგეს და შეუერთდეს ჩახდილებს და რადიკალებს. მათი ინტერესების გამტარებელი გახდა, სამწუხაროდ," - ამბობს ირაკლი ზარქუა.