სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის სამხარეო მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული-სამძებრო ღონისძიების შედეგად 1985 წელს დაბადებული სპირიდონ შეროზია დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, შეროზიამ 19 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღის გამოყენებით, მუცლის არეში სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა მეზობელს, 1970 წელს დაბადებულ დიმიტრი ჩქვანავას და მიიმალა.
მისი დაკავება პოლიციამ წალენჯიხის რაიონის სოფელ ჭალაში შესძლო.
ამოღებულია დანაშაულის იარაღი. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს. გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით.
მასალის გამოყენების პირობები