ისრაელი და აშშ არიან დამნაშავეები ღაზაში ალ-შიფას საავადმყოფოზე თავდასხმაში, - ამის შესახებ ნათქვამია „ჰამასის“ განცხადებაში.
„გაეროს დუმილი და მრავალი ქვეყნისა და რეჟიმის ღალატი ვერ შეაფერხებს ჩვენი პალესტინელი ხალხის მიჯაჭვულობას თავის მიწაზე და ლეგიტიმურ ეროვნულ უფლებებზე“, - აღნიშნულია „ჰამასის” განცხადებაში.
„ჰამასი“ ამტკიცებს, რომ აშშ-მა ისრაელს მისცა "მწვანე შუქი ... ხოცვა-ჟლეტა მოეწყო მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ. „ჰამასი“ "ცრუ ნარატივს" უწოდებს ისრაელის განცხადებას,რომ მებრძოლები იყენებდმემ ალ-შიფას ჰოსპიტალს, როგორც სამეთაურო პუნტქრს და საკონტროლო ბასზას.
შეგახსენებთ, ისრაელელი სამხედროები ალ-შიფას საავადმყოფოში შევიდნენ.
ისრაელი და ამერიკის შეერთებული შტატები აცხადებენ, რომ ღაზის სექტორის უდიდეს - ალ-შიფას საავადმყოფოს ქვეშ “ჰამასის“ მიწისქვეშა სამეთაურო პუნქტი მდებარეობს.
თეთრი სახლი და პენტაგონი ამბობენ, რომ "ჰამასი" იყენებს ღაზის უდიდეს საავადმყოფოს იარაღის შესანახად და ოპერაციების მხარდასაჭერად, რასაც „ჰამასი“ უარყოფს.