ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირებაზე სანქცია 50 ლარის ნაცვლად, 1000 ლარი იქნება.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებები დღეიდან ამოქმედდა.
როგორც გარემოს დაცვის ინსპექციის უფროსმა ლევან მხეიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ჯერჯერობით ამ მხრივ არც ერთი კანონდარღვება არ დაფიქსირებულა.
"მიმდინარე წლის განმავლობაში ხე-ტყის უკანონო მოჭრის 1300-დე შემთხვევა დაქსირდა, თუმცა არც ერთი მათგანი არ იყო ნაძვი. ბუნებრივი ნაძვის ხის ტოტებით აწყობილი საახალწო ხეების რეალიზაცია დაშვებული და კანონიერია", - აცხადებს ის.
ამასთან, აღნიშნულის გარდა კონტროლი გამკაცრდა სანერგე პირობებში მოყვანილ და სატყეო მეურნეობაში მოჭრილი ნაძვის ხეების იდენტიფიცირებაზეც.
შეგახსენებთ, რომ სანერგე პირობებში მოყვანილი ნაძვის ხეების რეალიზაცია შესაბამისი დოკუმენტის წარდგენის შემთხვევაში ნებადართული და კანონიერია. სანერგე მეურნეობები საქართველოს თითქმის ყველა რეგიონშია.