უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ რუსეთი ტერორისტულ დაჯგუფება „ჰამასს“ აფინანსებს .
ამის შესახებ ზელენსკიმ ტელერახ NBC News-თან ინტერვიუში განაცხადა.
"ეს ვითარება ახალი არ არის. ისრაელსა და პალესტინას შორის ხანძარი უკვე ანთია და ზოგი ასანთს ყრის ამ ცეცხლში. დარწმუნებული ვარ, რომ რუსეთმა დააფინანსა „ჰამასი“ და ირანიც", - აღნიშნა ზელენსკიმ.
ზელენსკი ამბობს, რომ მთელმა მსოფლიომ ყველაფერი უნდა გააკეთოს ახლო აღმოსავლეთში ომის შესაჩერებლად.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მზად არის ისრაელში დღესვე წავიდეს.
ამავე დროს, აღნიშნა, რომ ნებისმიერი შესაძლო ვიზიტი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ რა ხდება უკრაინაში ბრძოლის ველზე და შესაძლებელია თუ არა ისრაელში ჩარჩენილი უკრაინის მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნება.
4 ნოემბერს ზელენსკიმ განაცხადა, რომ ახლო აღმოსავლეთში ომი ამცირებს უკრაინაზე ფოკუსს, რაც რუსეთის ერთ-ერთი მიზანია.
The Times of Israel-ის ცნობით, ზელენსკი მომავალ კვირას გეგმავდა ისრაელში ჩასვლას, მაგრამ ეს ვიზიტიო ინფორმაციის გაჟონვის გამო კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა.