მძარცველებმა ვაჟა-ფაშაველას #22-ში მდებარე მინიმარკეტის გატეხა უშედეგოდ სცადეს.
ინციდენტი დღეს, გამთენიისას მოხდა. მარკეტში შესასველად უცნობმა პირებმა რკინის გისოსი და ფანჯარა გატეხეს, თუმცა სიგნალიზაციის ამოქმედების შემდეგ ადგილიდან მიიმალნენ.
კრიმინალისტები შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ. წინასწარი დათვალირებით მაღაზიიდან სურსათი გატანილი არ არის, რაც შეეხება ფულს მეპატრონეების თქმით, მარკეტში ფული საერთოდ არ იყო დატოვებული.
ინციდენტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.