ქუთაისში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 3 ადამიანი დაიღუპა და ხუთი დაშავდა.
შემთხვევა ქუთაისი-სამტრედიის გაზაზე მოხდა, ერთმანეთს სამარშუტო ტაქსი, ტრაილერი და მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ინციდენტის დროს ავტომანქანაში მყოფი ორი ადამიანი დაიღუპა, ხოლო სამარშუტო ტაქსშის ერთი მგზავრი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.
დაშავებულები ქუთაისის საავადმყოფოში არიან გადაყვანილები. ექიმების ინფომაციით, ორი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა და რეანიმაციულ განყოფილებაში არიან გადაყვანილები, ხოლო დანარჩენი დაშავებულები პირველადი დახმარების აღმოჩენის შემდეგ სახლებში გაწერეს.
ფაქტთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. მიმდინარეობს გამოძიება.