ფილიპინების სამხრეთით ბანდიტების შეიარაღებული დაჯგუფებამ ტყვედ აიყვანა 30-დან 40-მდე ადამიანი და მათ შორის 20-ზე მეტი სიკვდილით დასაჯა
სხვადასხვა საინფორმაციო წყაროების ინფორმაციით, დილიდავე არ სახელდებოდა ტყვედ აყვანილთა ვინაობა, თუმცა ცნობილი იყო რომ მათ შორის 20 ჟურნალისტი იმყოფებოდა. ტყვეთა შორის აღმოჩნდნენ ქალაქ ბოლანის მერის ისამაილ მანგუდადატუს მეუღლე და ძმა, რომელიც აპირებს კენჭი იყაროს მაგინადანოს ადმინისტრაციის ხელმძღვანელად. ტრაგედია მაშინ განვითარდა, როდესაც პოლიტიკოსების ჯგუფი თანმხლებ ჟუნალისტებთან ერთად ქალაქ შარიფ აგუაკის საარჩევნო კომისიაში მივიდა, რათა დაერეგისტრირებინათ კანდიდატები. მანგუდადატუს ნათესავებიც იქ იმყოფებოდნენ, როდესაც ასამდე შეიარაღებულმა პირმა რამდენიმე ათაული ადამიანი ტყვედ აიყვანა. ინცინდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით არ კონკრეტდება.
უცნობია თუ კონკრეტულად ვინ დასაჯეს ტერორისტებმა, თუმცა წინასწარი ინფორმაციით ნაპოვნია 21 ცხედარი, რომელიც მეტწილად ჟურნალისტებს, იურისტებსა და პოლიტიკოსებს ეკუთვნით. სააგენტო "ფრანსპრესის" ინფორმაციით, გენერალ- მაიორმა ალფრედო კეიტონამ განაცხადა, რომ სამხედროები ჩავიდნენ იმ რაიონში, სადაც იმყოფებოდნენ ტყვეები, თუმცა ისინი ბოევიკების მიერ დახვრეტილები აღმოჩნდნენ.
"ჩვენ აღმოვაჩინეთ 21 ცხედარი. სამხედროები აგრძელებენ მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერებას" - განაცხადა გენერალმა.
საარჩევნო კამპანია ფილიპინებზე გასულ კვირას დაიწყო, თავად არჩევნები კი მომავალი წლის 10 მაისს უნდა გაიმართოს. ვითარება ყველაზე მეტად მაგინადანაოს პროვინციაშია დაზაბული, რომელიც გამოირჩევა მწვავე პოლიტიკური დაპირისპირებით. ეს არის მუსულმანური ავტონომიური ოლქი, რომელსაც ცენტრალური ხელისუფლება მართავს.
ფილიპინების ხელისუფლების წარმომადგენელთა განცხადებით, ბოევიკები მხარს უჭერენ ერთ-ერთ ადგილობრივ პოლიტიკოსს ანდალა ამპატუანას. შესაბამისად ბოევიკების სურვილი იყო ხელი შეეშალათ სხვა კანდიდატებისათვის 2010 წლის არჩევნებისთვის საკუთარი კანდიდატურების დარეგისტრირებაში.
ფილიპინების დედაქალაქში არ გამორიცხავენ, რომ დანაშაულთან შესაძლოა დაკავშირებუილ იყოს მუსულმანური ტყერორისტული დაჯგუფება აბუ-საიაფი, რომელსაც მჭიდრო კავშირი აქვს ალ-ქაიდასთან და სავარაუდოდ მისი ხელმღვანელი ამპატუანას შვილია.
ოფიციალური მანილა მომხდარ ფაქტთან დაკავშირებთ ჯერჯერობით კომენტარებს არ აკეთებს.