ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ამ დროისთვის დადასტურებული ცნობების თანახმად,, „ჰამასის“ მიერ აყვანილი მძევლების რაოდენობა 239-ს შეადგენს.
ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა, ადამ დანიელ ჰაგარიმ განაცხადა, რომ სამხედროებმა აცნობეს ოჯახებს, რომ მათი ახლობლები ღაზის სექტორში იმყოფებიან.
„მძევლებს შორის არიან უცხოელი მუშები. აღნიშნულ მონაცემებში არ შედის ოთხი გათავისუფლებული მძევალი“, – განაცხადა ჰაგარიმ.
მისივე თქმით, აღნიშნული რიცხვი საბოლოო არ არის, რადგან სამხედროები ახალ ინფორმაციას იძიებენ.
სპიკერის განმარტებით, 40 ადამიანის ადგილსამყოფელი უცნობია და ისინი დაკარგულებად არიან მიჩნეული.
მანამდე ისრაელის თავდაცვის ძალები 229 მძევლის შესახებ იუწყებოდა.