აზერბაიჯანში არსებული ანომალიური სიცხეები ანომალიური სიტუაციების შექმნის მიზეზი გახდა.
ანომალიური მდგომარეობაა არა მხოლოდ ნარგავებისა და ხეების აყვავების კუთხით, რომლებმაც უკვე კვირტებიც კი გამოისხეს, არამედ ამინდმა ქვეწარმავლებიც "მოატყუა". მინგაჩემირში ერთ-ერთი მოსახლის მალიკ იბადოვის სახლი თბილი ამინდისგან "მოტყუებულმა" ქვეწარმავლებმა "დაიკავეს".
იბადაევის განმარტებით, მისი სახლის ეზოში დღეში 3-5 გველი დასეირნობს. ბოლო კვირის განმავლობაში მან უკვე 21 ქვეწარმავალი მოკლა.
ბიოლოგის ჯამირ აგპეროვის განცხადებით, გველები ამ პერიოდში შხამიანები არ არიან, ხოლო მათი აქტიურობა ანომალიურად თბილ ამინდებს უკავშირდება.
"თბილი ამინდების გამო ხეებზე გაიფუჩქნენ კვირტები. ამასვე უკავშირდება ქვეწარმავლების მიწიდან ამოსვლაც", - განმარტავს ბიოლოგი.