ევროპული საქართველოს წევრი, თენგო კირთაძე სერგეი ლავროვის მიერ 3+3 ფორმატში საქართველოს ჩართულობაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა.
თენგო კირთაძის თქმით, ის გარემოება, რომ ლავროვი 3+3 ფორმატთან დაკავშირებით საქართველოს ჩართულობაზე ჩვენი ქვეყნის ნაცვლად ლაპარაკობს, უკვე მიუთითებს იმაზე, თუ რა დღეშიც ჩააგდო ქართულმა ოცნებამ სახელმწიფო.
„საზოგადოებაში უნდა დაისვას მარტივი კითხვა - რატომ შეიძლება, რომ მტრული სახელმწიფოს საგარეო საქმეთა მინისტრი აქებდეს ჩვენს ხელისუფლებას?!
პასუხი არის ძალიან მარტივი, ეს ხდება იმიტომ, რომ ქართული ოცნება არის რუსული რეჟიმი, რომელიც არა ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესს, არამედ რუსეთის სტრატეგიულ მიზანს ემსახურება, რაც საქართველოს თავისუფალი სამყაროსგან სრულ იზოლაციაში მდგომარეობს“ - თქვა თენგო კირთაძემ.