ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი რიში სუნაკი ისრაელის პრემიერს ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდა.
"ჩვენ სრულიად ვუჭერთ მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში, დაიბრუნოს მძევლები, შეაჩეროს შემდეგი თავდასხმები და გააძლიეროს უსაფრთხოება გრძელვადიან პერსპექტივაში", - განაცხადა რიში სუნაკმა შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.
"ჩვენ ვიცით, რომ "ჰამასის" ტერორისტებისგან განსხვავებით, ყველაფერს აკეთებთ, რომ თავიდან აიცილოთ მშვიდობიან მოსახლეობაში მსხვერპლი. ვამაყობ, რომ აქ, თქვენთან ერთად ვდგავარ ამ მძიმე დროს, როგორც ისრაელის მეგობარი. ჩვენ ვიდგებით თქვენთან ერთად, გვინდა, რომ თქვენ გაიმარჯვოთ", - ამბობს სუნაკი.