საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, რომ ისრაელის მოთხოვნის შესრულება ღაზის ჩრდილოეთ ნაწილიდან სამხრეთით 1,1, მილიონი ადამიანის გადასვლის შესახებ სრულიად შეუძლებელია. მან ამის შესახებ პეკინში, ვიზიტად ყოფნისას პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე ღაზის სამხრეთითსკენ გაადადგილდება, მას შემდეგ რაც ისრაელმა განკარგულება გასცა დატოვონ ეს რაიონი მოსალოდნელი სახმელეთო შეტევის დაწყების წინ.
„ღაზაში არსებული ვითარების პირობებში, 24 საათში ერთი მილიონი ადამიანის გადაადგილების წარმოდგენა შესაძლებელია მხოლოდ როგორც ჰუმანიტარული კრიზისი“, – განაცხადა ბორელმა.
მან ასევე განაცხადა, რომ ევროკავშირი მხრს უჭერს ისრაელს, თუმცა ის ვალდებულია დაიცვას საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართალი მშვიდობინი მოსახლეობის დაცვის საკითხში.
„პოზიცია ნათელია - ნებისმიერ უფლებას {სახელმწიფოს თავდაცვის} აქვს საზღვარი და ეს საზღვარი - საერთაშორისო სამართალია“, - აღნიშნა ბორელმა.