ჩვენ თუ ქოცებს არ დავამთავრებთ, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვექნება, ამის შესახებ მხატვარმა გია ბუღაძემ განაცხადა.
მისი თქმით, „ქართული ოცნების“ მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოიტანა, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია.
„ეს 11 წელი არის ტრაგიკული ამბავი საქართველოს ისტორიაში. ამ მმართველობამ უბედურების მეტი არაფერი მოიტანა. ინგრევა, ფაქტობრივად, ყველა ინსტიტუცია ჩამოშლილია, აბსოლუტურად არ მუშაობს და გამდიდრდა რამდენიმე ასეული ოჯახი და მასთან დაკავშირებული სრულიად მონად ქცეული რამდენიმე ათასი ოჯახი. ეს არის უბედურება საქართველოსთვის და თუ ჩვენ ქოცებს არ დავამთავრებთ, 4 წელი თუ ესენი დარჩებიან, ჩათვალეთ, რომ ჩვენ ქვეყანა არ გვექნება. ეს წელი იქნება საშინელება. ეს იქნება დასჯების, მკვლელობების, არანორმალური კორუფციის წელი, იმიტომ, რომ შეხედეთ, როგორ მდიდრდებიან ესენი და როგორ ღარიბდება საზოგადოება“, - განაცხადა გია ბუღაძემ.