ევროპული საქართველოს გენერალური მდივანი, აკაკი ბობოხიძე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრებად ნანა ყეინიშვილისა და თეიმურაზ ხომერიის არჩევას გამოხმაურა.
როგორც აკაკი ბობოხიძემ აღნიშნა, ივანიშვილის სტილია, რომ ნებისმიერ სფეროში კანდიდატები მხოლოდ მათი წრიდან შეირჩნენ და ყველაზე ნაკლებად კომპეტენტურები იყვნენ.
მისი თქმით, მსგავსი არაკომპეტენტური ადამიანები მზად არიან ყველა დავალების შესასრულებლად.
„რაც შეეხება პრეზიდენტ ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, მსგავსი უპასუხისმგებლო გადაწყვეტილებები არის სწორედ იმის მიზეზი, რაც გუშინწინ ეროვნულ ბანკში ხდებოდა“ - თქვა აკაკი ბობოხიძემ