ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან ბორანის ჩაძირვას 29 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, წყლიდან სულ 245 მგზავრი ამოიყვანეს, მათ შორის 29 უკვე დაღუპული იყო. 17 ადამიანი დაკარგულად ითვლება.
ბორანის მგზავრთა შორის 10-მდე ბავშვი და ეკიპაჟის 13 წევრი იყო.
ინდონეზიის კუნძულ სუმატრასთან ბორანი გუშინ ჩაიძირა.