ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი ნონიაშვილი ეხმიანება, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ სამთავრობო თვითმფრინავის პირადი ვიზიტისთვის გამოიყენას.
როგორც ნონიაშვილმა აღნიშნა, ღარიბაშვილმა ფაქტობრივად დაადასტურა, რომ მისი ფრენის ხარჯები სახელმწიფომ დააფინანსა და ამის გასამართლებლად კი წარსული შეგვახსენა.
"წარსულში პრეზიდენტის შვილის სწავლის ხარჯების დაფინანსება არცერთ შემთხვევაში არ ამართლებს ახლანდელი პრემიერის ფრენის ხარჯების კერძო მიზნებით, საკუთარი შვილის სანახავად და გასაცილებლად ჩარტერული რეისების დაფინანსებას.
ეგ არის ფუნდამენტური პრობლემა, როცა ასეთი მიზნებისთვის იყენებს ნებისმიერი ხელისუფლება გადასახადების გადამხდელების ფულსა და სახელმწიფო ბიუჯეტს". - თქვა გიორგი ნონიაშვილმა.