მეორე ფრონტის გახსნის საკითხი არის ხმაური, პროპაგანდა და დეზინფორმაცია, სისულელ იქნება, ევროკავშირში ვინმემ იფიქროს, რომ საქართველოში ვინმეს ომი უნდა, არ მოუსმინოთ, – ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენმა ჯოზეფ ბორელმა „მთავარი არხის“ კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
ჯოზეფ ბორელმა უპასუხა მეორე ფრონტის შესახებ დასმულ შეკითხვას.
„ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი მცდარი ხმები ვრცელდება, რადგან ეს ქმნის პრობლემას. ეს ყველაფერი ხალხის მოსაწამლად ხდება, რომ გზავნილები შეილახოს, უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. ქვეყანაში რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური, ასეთი მიმართულებით მათ თავი აქვთ გამოჩენილი მთელ მსოფლიოში. რაც შეეხება თანხვედრას ჩვენს პოლიტიკაში, ჩვენ გვაქვს მიმართულება, რომელზეც კონსენსუსის და ერთსულოვნების პრინციპით ვმუშაობთ. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ერთიანი მიდგომა გვქონდეს, რაზეც ვცდილობთ შეთანხმების მიღწევას. ჩვენ გვაქვს შიგადაშიგ განსხვავებული მოსაზრებები, მაგრამ ზუსტად ამიტომ მოვითხოვთ კანდიდატებისგან, ჩვენი პოზიციის თანმხვედრი იყოს მათი პოზიცია. როდესაც კანდიდატები გადაიზრდებიან წევრ სახელმწიფოდ, მათაც შეძლონ იმავეს კეთება, რადგან თავსებადი იყოს მათი პოლიტიკა. დიახ, საქართველოს თავსებადობის მაჩვენებელი არ არის ძალიან მაღალი, ასოცირების შეთანხმებაში ეს მიმართულება დაფიქსირდა. ჩვენ ვაღიარებთ, რომ სანქციებისგან თავის ავლის მიმართულებასთან ბრძოლაში საქართველო კარგად მუშაობს. ეს უნდა იქნეს ხაზგასმით ახსნილი, განმარტებული და ნახსენები, მაგრამ საგარეო პოლიტიკა ჩვენთან უნდა მოვიდეს თავსებადობაში და ყველა ქვეყნის მოთხოვნაც ეს არის“, – განაცხადა ბორელმა.
ბორელის თქმით, ევროკავშირში არავინ ფიქრობს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი უნდა დაიწყოს.
„რაც შეეხება მეორე ფრონტს, ამაზე პასუხი მარტივია, ეს არის ხმაური, ეს არის პროპაგანდა, დეზინფორმაცია. შეშლილობა იქნება, ვინმე ევროკავშირში იფიქროს, რომ საქართველოში ომი უნდა. არ მოუსმინოთ. მე ძალიან ვწუხვარ, რომ ასეთი ხმები ვრცელდება, ხალხის მოსაწამლად ხდება ეს ყველაფერი. რომ გზავნილები შეილახოს, რომ უნდობლობა წარმოიქმნას ქვეყანაში. რუსული პროპაგანდა არის ძალიან ინტენსიური ქვეყანაში. ასეთი მიმართულებით თავი აქვთ მათ მსოფლიოში გამოჩენილი". - განაცხადა ბორელმა.