იმპიჩმენტი დაძაბავს სიტუაციას, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა, ჯოზეფ ბორელმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ბორელმა განაცხადა, რომ ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად.
“რაც შეეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტს, ეს არის რისკი, რაც კიდევ უფრო დაძაბავს სიტუაციას და პოლარიზაციას გაზრდის. ყველა ინსტიტუტი ერთად უნდა მუშაობდეს. თქვენ გაქვთ პოტენციალი ევროკავშირისთვის, გჭირდებათ წარმატებებისთვის თანამშრომლობა ამ ისტორიულ მომენტში", - განაცხადა ბორელმა.