აზერბაიჯანში ძლიერი მიწისძვრა მოხდა.
5,2 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა თბილისის დროით 20:35 საათზე დაფიქსირდა. აზერბაიჯანული მედიის ცნობით, მიწისძვრის კერა კიურდამირში 52 კმ-ის სიღრმეში მდებარეობდა.
ძლიერი ბიძგები იგრძნობოდა აზერბიაჯანის რამდენიმე რაიონში.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
მიწისძვრა საქართველოს საზღვრიდან 162კმ-ში მოხდა.