რუსეთის დედაქალაქის მერის სერგეი სობიანინის განცხადებით, 23 აგვისტოს ღამით, უპილოტო საფრენი აპარატი "მოსკვა-სითიში" მშენებარე ცათამბჯენს დაეჯახა.
სობიანინის თქმით, მეორე დრონი თავდაცვის ძალებმა მოსკოვთან, მოჟაისკის რაიონში ჩამოაგდეს. მისივე თქმით, დაშავებულები არ არიან.
ამასთან, რუსულენოვანი ტელეგრამ-არხები ავრეცელებენ ვიდეოჩანაწერს, რომელშიც ჩანს „მოსკვა-სითიში“ აფეთქების მომენტი, რუსული პროპაგანდისტული მედია „ტასი“ და „რია ნოვოსტი“ კი იუწყებიან მოსკოვის რამდენიმე რაიონში მომხდარ აფეთქებებზე, რის გამოც მოსკოვის მცხოვრებლებმა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურს მიმართეს.