უკრაინული მედიის ცნობით, 15 აგვისტოს, დილით, ლვივში საჰაერო განგაშის დროს აფეთქებების ხმა გაისმა. რუსმა ოკუპანტებმა საცხოვრებელი სახლები დაბომბეს.
ლვივის მერის ანდრი სადოვის ინფორმაციით, რუსული რაკეტები მოხვდა კერძო სახლებსა და საცხოვრებელ კორპუსებს, სადაც ზედა სართულებზე გაჩნდა ხაძძარი. მისივე თქმით, ერთ-ერთი რაკეტა საბავშვო ბაღის ეზოში ჩავარდა.
სადოვის ინფორმაციით, დაზიანდა ასზე მეტი საცხოვრებელი ბინა, ჩაიმტვრა 500-ზე მეტი ფანჯარა, დაზიანდა საბავშვო ბაღი. მისივე თქმით, დაშავდა 4 ადამიანი, რომლებსაც სამედიცინო დახმარება გაეწიათ. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.