ლიეტუვის პრემიერ-მინისტრი ინგრიდა შიმონიტე 2008 წლის აგვისტოს ომის მე-15 წლისთავს ეხმაურება.
როგორც ინგრიდა შიმონიტე „ტვიტერში“ წერს, ურყევია ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ.
„15 წლის წინ რუსეთი შეიჭრა საქართველოში და დაუსჯელი დარჩა. ამას მოჰყვა რუსეთის მიერ აგრესიის კიდევ უფრო სასტიკი აქტები. ურყევია ლიეტუვის მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ. ასევეა ჩვენი რწმენა, რომ უსაფრთხო ევროპისკენ ერთადერთი გზა არის უკრაინის გამარჯვება და ტრიბუნალი აგრესორებისთვის“, – წერს ინგრიდა შიმონიტე.