ყოფილი კონგრესმენი ადამ კინზინგერი ეხმიანება"ქართული ოცნების" თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებას აშშ-ის ელჩ კელი დეგნანზე.
„რუსეთმა დახოცა შენი მოქალაქეები და ოკუპირებული აქვს შენი ქვეყნის 20%. რამდენს გიხდიან ისინი, რომ მათ დასაცავად სული გაყიდო? თმა შეიჭერი ირაკლი და შენს სულში ჩაიხედე. დახმარება გჭირდება“, - წერს ადამ კინზინგერი.
კელი დეგნანმა განაცხადა, „მნიშვნელოვანია რას ფიქრობს ქართველი ხალხი, რომლებმაც მკაფიოდ აჩვენეს, რომ არავინ უნდა ელოდოს ქართველებისგან, რომ ისინი მიესალმებიან ხალხს იმ ქვეყნიდან, რომელსაც ოკუპირებული აქვს საქართველოს 20 პროცენტი“.
ირაკლი კობახიძემ ელჩ კელი დეგნანის განცხადებაზე თქვა: „გაუგებარი განცხადება იყო, ასე არავინ ფიქრობს, რაც თქვა კელი დეგნანმა, ასე არ ფიქრობენ საქართველოში საზოგადოების წარმომადგენლები, რომ არცერთი რუსი არ უნდა შემოვიდეს საქართველოში“.