უწყვეტი სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის წინააღმდეგ კრემლის მორიგი სამხედრო დანაშაულია, - ამის შესახებ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი რუსეთის მიერ ოდესის ისტორიულ ცენტრზე განხორციელებულ დარტყმას „ტვიტერში“ ეხმიანება.
„უწყვეტი სარაკეტო ტერორი იუნესკოს დაცვის ქვეშ მყოფი ოდესის წინააღმდეგ კრემლის მორიგი სამხედრო დანაშაულია, რომლის შედეგადაც ასევე დაინგრა ქალაქის მთავარი მართლმადიდებელი ტაძარი, მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი. უკრაინის განადგურების მცდელობისას რუსეთმა უკვე დააზიანა ასობით კულტურული ძეგლი“, – წერს ჯოზეფ ბორელი.
23 ივლისს, ღამით რუსეთის ძალებმა იერიში მიიტანეს ოდესის ცენტრზე. სარაკეტო დარტყმების შედეგად დაიღუპა ერთი და დაშავდა 22 ადამიანი, მათ შორის ოთხი ბავშვი. დანგრეულია ექვსი საცხოვრებელი სახლი. ასევე, ოდესის ყველაზე დიდი მართლმადიდებლური ტაძარი – ფერისცვალების საკათედრო ტაძარი.