„ვივამედის“ გენერალურმა დირექტორმა, ნინო ნადირაძემ „იმედი Live“- ში მიხეილ სააკაშვილთან ვიზიტით მყოფ პოლონელ ექიმთა ჯგუფზე ისაუბრა.
ექიმის თქმით, პოლონელი კოლეგები კლინიკაში არსებული სიტუაციით და პაციენტის მკურნალობით კმაყოფილები დარჩნენ.
„ძალიან კმაყოფილები იყვნენ ყველაფრით, რაც იქ ნახეს. თქვეს, რომ აბსოლუტურად ეთანხმებიან ჩვენს მკურნალობას. დიაგნოზებსაც გადახედეს და მადის მოსამატებელი პრეპარატი ჩართეს. ჩანაწერებიც გააკეთეს. პირველი შემთხვევაა, როდესაც სპეციალისტებმა ადამიანებად ჩაგვთვალეს და ჩანაწერები გაგვიკეთეს“, - განაცხადა ნადირაძემ.
14 ივლისს, კლინიკა „ვივამედში“ ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად პოლონელი ექიმები შევიდნენ.